„გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 ივლისის №472 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
711
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2010-09-08
გამოქვეყნების თარიღი
2010-09-09
სარეგისტრაციო კოდი
200230040.22.033.015146
„გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 ივლისის №472 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.230.040.22.033.015.146

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №711

2010 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

„გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 ივლისის №472 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წელი 23 ივლისის №472 ბრძანებით (სსმ III, 23.07.2009, №91, მუხ. 960) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) სააღრიცხვო დოკუმენტაცია – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.“.

2. ინსტრუქციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადასახადის გადამხდელთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლით განსაზღვრულ სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხავი საქონლის გამოვლენა, იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ საქონლის საბაზრო ღირებულების ხუთმაგი ოდენობით.“.

3. ინსტრუქციის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, საქონლის დანაკლისის გამოვლენის შემთხვევა, იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ საქონლის საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით (მასზე გაწეული ხარჯის და დღგ-ის ჩათვლის გაუქმების გარეშე). ამასთან, სამართალდამრღვევ პირს გამოვლენილ დანაკლისთან დაკავშირებით შემდგომ პერიოდში საგადასახადო ვალდებულება აღარ დაეკისრება.“.

4. ინსტრუქციის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„31. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია არ გამოიყენება, თუ გადასახადის გადამხდელმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად დანაკლისის შესახებ ინფორმაცია ასახა საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და მიაწოდა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის ან საგადასახადო შემოწმების დაწყებამდე.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია