საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №353
2008 წლის 8 ივლისი
ქ. თბილისი
ვ. სიხარულიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
1. მიენიჭოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვასილ სიხარულიძეს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ზოგიერთი კულტურული ფასეულობის დაცვისა და შენარჩუნების შესახებ“ შეთანხმებას.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ნ. ვაჩეიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 11 მარტის #135 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი