საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება № 695
2010 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი
„შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის № 277 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის №277 ბრძანებულების (სსმ III, 2004 წ., №74, მუხ. 653) პირველი პუნქტით დამტკიცებულ შეწყალების გამოყენების წესის თაობაზე დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-5 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები: „საორგანიზაციო სამსახური“ შეიცვალოს სიტყვებით: „საქმისწარმოებისა და საკადრო საკითხთა სამსახური“, ხოლო სიტყვები: „მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის სამსახურს“ შეიცვალოს სიტყვებით: „მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოებისა და შეწყალების საკითხთა სამსახურს“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი