საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №686
2010 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
,,საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 15 ნოემბრის №507 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 15 ნოემბრის №507 ბრძანებულება.
2. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის ამოქმედებისთანავე.
მ. სააკაშვილი