„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №236 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
133
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2010-07-14
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-14
სარეგისტრაციო კოდი
010240020.22.027.014857
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №236 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.027.014.857

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №133

2010 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №236 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:   

    მუხლი 1

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის  №236 ბრძანებით (სსმ III, 2009წ., №158,  მუხ. 1920) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-9 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. მე-13 მუხლის:

ა)  მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ადგილობრივი თვითმმართველობის აქტების ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებებისა, ხელს აწერს აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტების (გარდა საქართველოს დედაქალაქის – თბილისის, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და აჟარის მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტებისა) უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის შესახებ სამართლებრივ დასკვნებს და უგზავნის მათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებს.“;

ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:

ა) სამმართველოს მრჩევლები;

ბ) დეპარტამენტის სპეციალისტი.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 15 ივლისიდან.

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია