„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
669
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2010-08-25
გამოქვეყნების თარიღი
2010-08-25
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.033.015034
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.015.034

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №669

2010 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებით (სსმ III, 31.03.10წ., №33, მუხლი 543) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც იმავდროულად არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.”.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 25 აგვისტოდან.

კ. ბაინდურაშვილი 

 

კრებსითი — სრული ვერსია