„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 11 ივნისის №216 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
316
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2008-06-27
გამოქვეყნების თარიღი
2008-06-30
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.004
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 11 ივნისის №216 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.210.050.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №316

2008 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის  11 ივნისის №216 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრისათვის ჰეიდარ ალიევის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 11 ივნისის №216 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“;

ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრი (შემდეგში – თეატრი).“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია