საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №287
2008 წლის 3 ივნისი
ქ. თბილისი
ვ. ლეჟავას, მ. ვაწაძისა და ი. თაქთაქიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს ვახტანგ ლეჟავას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამი-ნისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსს მამუკა ვაწაძესა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსს ირაკლი თაქთაქიშვილს უფლებამოსილება, რომ გამართონ მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და ისლანდიის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
მ. სააკაშვილი