საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №280
2008 წლის 29 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა დამატებითი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად:
1. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის დამატებითი სარგოს ოდენობა განისაზღვროს 3500 ლარით.
2. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სარგოს ანაზღაურება განხორციელდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ბიუჯეტიდან.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2008 წლის 1 ივნისიდან.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია – საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 1 ნოემბრის ბრძანებულება №872 - ვებგვერდი, 01.11.2013წ.