„დმანისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 დეკემბრის №178 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
14-56
მიმღები ორგანო
დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-09-30
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-15
სარეგისტრაციო კოდი
270190000.35.156.016021
„დმანისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 დეკემბრის №178 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 

 
ს

 

 

 

 

დადგენილება №14-56

2010 წლის 30 სექტემბერი

ქ. დმანისი

 

 

 
დმანისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 დეკემბრის №178 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20-24-ე მუხლების საფუძველზე, „დმანისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 დეკემბრის №178 დადგენილების №1 დანართში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს აპარატი

1. აპარატის უფროსი 700;

2. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – მთავარი სპეციალისტი 420;“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის დასახელება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით:

„1. ადმინისტრაციული სამსახური”.

3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით:

„ა) სამსახურის უფროსი 700.”.

4. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ,,ბ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური:

ა) სამსახურის უფროსი 700;

ბ) უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – მთავარი სპეციალისტი 420;

გ) უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – წამყვანი სპეციალისტი 400;

დ) უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – სპეციალისტი 360.“.

 6. ეს დადგენილება გავრცელდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზეც.

 7. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ბ. მგელაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია