„დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური გნვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №13-42 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
14-52
მიმღები ორგანო
დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-09-30
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-01
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.156.016017
„დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური გნვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №13-42 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14-52

2010 წლის 30 სექტემბერი

ქ.დმანისი

„დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №13-42 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

 დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის „დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ №13-42 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ამოღებულ იქნეს დებულების პირველი მუხლის „გ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები;

2. დებულების პირველი პუნტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა;“.

    მუხლი 2

 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე ბ. მგელაძე

 შეტანილი ცვლილებები:

1.  ძალადაკარგულია - დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 ნოემბრის დადგენილება №16-59 - სსმ V, №49, 11.11.2010 წ., მუხ.1441                                                                                                                                           

 

 

კრებსითი — სრული ვერსია