დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14-50
2010 წლის 30 სექტემბერი
ქ. დმანისი
„დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №13-37 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20-ე მუხლის თანახმად დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის „დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ №13-37 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ამოღებული იქნეს დებულების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი.
2. ამოღებული იქნეს დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი.
მუხლი 2
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. მგელაძე