„სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის №1-1/1366 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/1299
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2010-08-02
გამოქვეყნების თარიღი
2010-08-02
სარეგისტრაციო კოდი
040110030.22.024.014930
„სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის №1-1/1366 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.110.030.22.024.014.930

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების

მინისტრის ბრძანება №1-1/1299

2010 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

„სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის №1-1/1366 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს   ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის №1-1/1366 ბრძანებით (სსმ III, 11.09.2007წ., №127, მუხ. 1391) დამტკიცებული სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ოქმით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების  საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში პრივატიზებული ქონება უბრუნდება გამყიდველს. მყიდველს არ უნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ქობალია

 

 

კრებსითი — სრული ვერსია