„დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებაში დამატებების და ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
583
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-07-30
გამოქვეყნების თარიღი
2010-08-02
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებაში დამატებების და ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №583

2010 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

„დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის   2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებაში დამატებების და ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის № 406 ბრძანებულების (სსმ III, 2009 წ., № 86, მუხ. 926) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ № 1 დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

ა) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

 „ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.“;

ბ) მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაციას;“;

გ) მე-9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დოკუმენტის ლეგალიზაციის განხორციელებისათვის უფლებამოსილი ორგანოების მიხედვით – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია