"ხაშურის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
39
მიმღები ორგანო
ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-09-30
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-15
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.143.016003
"ხაშურის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №39

2010 წლის 30 სექტემბერი

ქ. ხაშური

„ხაშურის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. „ხაშურის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №30 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების სათაურსა და მთლიანად ტექსტში სიტყვები „მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვის სამსახური“ შეიცვალოს სიტყვებით „მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახური“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის დაფინანსების წყაროა ადგილობრივი ბიუჯეტი“.    

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

      საკრებულოს თავმჯდომარე დ. ლომიძე

კრებსითი — სრული ვერსია