„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
252
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2008-05-14
გამოქვეყნების თარიღი
2008-05-16
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.002.004
„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №252

2008 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №135, მუხ. 1486) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების №2 დანართის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ქ. თბილისის მერის მოადგილეებს, ქ. თბილისის მერიის არა უმეტეს 8 თანამშრომელს – ქ. თბილისის მერის წარდგინების საფუძველზე, ქალაქების მერებს, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ქ. თბილისის საკრებულოს თანამდებობის პირებს (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა);“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია