"ხაშურის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
37
მიმღები ორგანო
ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-09-30
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-15
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.143.016001
"ხაშურის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება #37

2010 წლის 30 სექტემბერი

ქ. ხაშური

„ხაშურის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. „ხაშურის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №29 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების სათაურსა და მთლიანად ტექსტში სიტყვები „მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური“ შეიცვალოს სიტყვებით „მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის ,„ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ანგარიშის მართვისა და ოპერირების კონტროლს ამ ანგარიშიდან თანხის გადარიცხვის შესახებ თანხმობის გაცემას“.

       2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

      საკრებულოს თავმჯდომარე დ. ლომიძე

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია