სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
148
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-08-02
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-18
სარეგისტრაციო კოდი
430.030.000.10.003.000.532
სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №148

2006 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

„ საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულია სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანია სამუშაო ძალის პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიის დაუფლება და/ან პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება. „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. დამტკიცდეს სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების 2006 წლის თანდართული მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე), ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) და სხვა უფლებამოსილმა ორგანოებმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აღმოუჩინონ მაქსიმალური დახმარება ამ დადგენილებით დამტკიცებული მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დროული და შეუფერხებელი განხორციელებისათვის.

საქართველოს მთავრობ ის 2006 წლის 11 აგვისტო ს დადგენი ლება № 153 - სსმ III, № 108 , 15 . 08 .200 6 წ., მუხ. 1486

21. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს მაქსიმალური დახმარება გაუწიონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაში.

საქართველოს მთავრობ ის 2006 წლის 11 აგვისტო ს დადგენი ლება № 153 - სსმ III, № 108 , 15 . 08 .200 6 წ., მუხ. 1486

22. დამტკიცდეს მეწარმე სუბიექტის განაცხადის ფორმა სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის შესახებ (დანართი).

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №153 - სსმ III, №108, 15.08.2006 წ., მუხ.1486

23. დამტკიცდეს პროფესიული მომზადების მაძიებელი მოქალაქის ანკეტის ფორმა (დანართი №3).

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №166 - სსმ III, №119, 04.09.2006 წ., მუხ.1612

24. დამტკიცდეს პროგრამის ბენეფიციარსა და მეწარმე სუბიექტს შორის გასაფორმებელი შეთანხმების სტანდარტული ფორმა (დანართი №4).

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №166 - სსმ III, №119, 04.09.2006 წ., მუხ.1612

25. დამტკიცდეს პროგრამის ბენეფიციართა ,,პროფესიული მომზადების დღიური“ (დანართი №5).

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №166 - სსმ III, №119, 04.09.2006 წ., მუხ.1612

3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მოქმედებს 2007 წლის 1 იანვრამდე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №153 - სსმ III, №108, 15.08.2006 წ., მუხ.1486

2. საქართველოს მთავრობ ის 2006 წლის 26 აგვისტო ს დადგენი ლება № 1 66 - სსმ III, № 1 19, 04. 0 9.200 6 წ., მუხ. 1 612

3. საქართველოს მთავრობ ის 2006 წლის 30 აგვისტო ს დადგენი ლება № 1 67 - სსმ III, № 1 1 8 , 01. 0 9.200 6 წ., მუხ. 16 06

4. საქართველოს მთავრობ ის 2006 წლის 6 სექტემბრი ს დადგენი ლება № 172 - სსმ III, № 122 , 07 . 09 .200 6 წ., მუხ. 1633

5 . ძალადაკარგულია – საქართველოს მთავრობის 201 2 წლის 18 ივნისის დადგენილება №218 - ვებგვერდი, 20.06.2012წ.

სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა

    მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიის დაუფლება ან/და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

    მუხლი 2. პროგრამის ძირითადი მიმართულებები და განხორციელების პრინციპები

სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების 2006 წლის სახელმწიფო პროგრამის ძირითადი მიმართულებები და განხორციელების პრინციპები:

ა) პროგრამაში ნებაყოფლობით საფუძველზე მონაწილეობას მიიღებენ მეწარმე სუბიექტები და ბენეფიციარები;

ბ) პროგრამის ბენეფიციარებად შეირჩევიან შრომისუნა­რიანი პირები (ასაკის მიუხედავად), რომლებიც ეძებენ სამუ­შაოს და მზად არიან მის შესასრულებლად;

გ) თვეში პროგრამის ბენეფიციართა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება 50 ათასით.

საქართველოს მთავრობ ის 2006 წლის 11 აგვისტო ს დადგენი ლება № 153 - სსმ III, № 108 , 15 . 08 .200 6 წ., მუხ. 1486

საქართველოს მთავრობ ის 2006 წლის 6 სექტემბრი ს დადგენი ლება № 172 - სსმ III, № 122 , 07 . 09 .200 6 წ., მუხ. 1633

    მუხლი 3. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:

ა) ბენეფიციართა სტაჟირება მეწარმე სუბიექტებთან სამი თვის განმავლობაში დაბალი კვალიფიკაციის საჭიროების პროფესიის დაუფლების, კვალიფიკაციის ამაღლების და/ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენის მიზნით;

ბ) პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

გ) პროგრამის მონაწილეების (ბენეფიციარები და მეწარმე სუბიექტები) მონაცემთა ბაზის ფორმირება;

დ) პროგრამის მონაწილეთა დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე შერჩევა და დაკავშირება;

ე) სტაჟირების ეტაპების გავლის შესაბამისად პროგრამის ბენეფიციართა სტიპენდიით უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს სტაჟირების ადგილზე პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პერიოდში (3 თვე) მათთვის ყოველთვიური სტიპენდიის გაცემას თვეში 150 ლარის ოდენობით.

    მუხლი 4. პროგრამის განხორციელების მექანიზმი

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 2006 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოფს პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტებისათვის სპეციალური ფორმის განაცხადების (დანართი №2) დარიგებას (სადაც ასახული იქნება სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო ყველა სახის რეკვიზიტი) და შევსებული განაცხადების სსიპ – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოსათვის (შემდგომში – სააგენტო) გადაცემას. პროგრამის მონაწილე მეწარმე სუბიექტებს ამ დადგენილებით დამტკიცებული განაცხადის (დანართი №2) შევსებული ფორმები შეუძლიათ წარუდგინონ სააგენტოს.

11. მოქალაქეს, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამაში“ პროფესიის დაუფლების, კვალიფიკაციის ამაღლების ან/და პროფესიული უნარ- ჩვევების გამომუშავების მიზნით, უფლება აქვს მიმართოს სააგენტოს შესაბამის პროფესიული მომზადების სარეგისტრაციო ცენტრს და შეავსოს „ პროფესიული მომზადების მაძიებელი მოქალაქის ანკეტა“. შევსებული ანკეტის წარდგენისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს ამ პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემას.

3. სააგენტო ორგანიზაციულად უზრუნველყოფს პროგრამის ბენეფიციართა მეწარმე სუბიექტებთან დაკავშირებას.

4. სააგენტო პროგრამის ბენეფიციარებს სტიპენდიას გადაუხდის დადგენილი ფორმით მეწარმე სუბიექტის მიერ სტაჟირების გავლის ყოველთვიური დადასტურების საფუძველზე. დადასტურებას წარმოადგენს პროგრამის ბენეფიციარის „ პროფესიული მომზადების დღიურში“ მეწარმე სუბიექტის ხელმოწერა და ბეჭედი (ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში).

41. პროგრამის ბენეფიციარსა და მეწარმე სუბიექტს შორის სამუშაო ადგილზე პროფესიული მომზადების შესახებ ფორმდება დადგენილი ფორმის შეთანხმება. შეთანხმების გაფორმების შემდეგ პირველ თვეს გასაცემი სტიპენდიის 50 პროცენტი (სამოცდათხუთმეტი ლარი) პროგრამის ბენეფიციარს მიეცემა წინასწარ.

5. პროგრამის განმახორციელებელია სსიპ – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო, რომელიც ახორციელებს პროგრამის ორგანიზაციულ-ტექნიკურ, საინფორმაციო უზრუნველყოფას, პროგრამის ბენეფიციართათვის სტიპენდიის გაცემის ორგანიზებას.

საქართველოს მთავრობ ის 2006 წლის 11 აგვისტო ს დადგენი ლება № 153 - სსმ III, № 108 , 15 . 08 .200 6 წ., მუხ. 1486

საქართველოს მთავრობ ის 2006 წლის 26 აგვისტო ს დადგენი ლება № 1 66 - სსმ III, № 1 19, 04. 0 9.200 6 წ., მუხ. 1 612

საქართველოს მთავრობ ის 2006 წლის 30 აგვისტო ს დადგენი ლება № 1 67 - სსმ III, № 1 1 8 , 01. 0 9.200 6 წ., მუხ. 16 06

    მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

„ საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად პროგრამისათვის გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები შეადგენს 24 000.0 ათას ლარს, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება ბენეფიციართა სტიპენდიები, პროგრამის მართვის ხარჯებს.

მეწარმე სუბიექტის განაცხადი

სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივ

სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის შესახებ

 ამ განაცხადის შევსებით მეწარმე სუბიექტი გამოხატავს ნებას სამუშაო ადგილზე პროფესიული მომზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოს განაცხადის შესაბამის გრაფაში დაფიქსირებული რაოდენობის პროგრამის ბენეფიციართა მომზადება შესაბამის პროფესიაში.

 განაცხადში შეიტანება შემდეგი მონაცემები:

 - მეწარმე სუბიექტის სრული დასახელება;

 - საკონტაქტო მისამართი;

 - საიდენტიფიკაციო (ცხრაციფრიანი) კოდი;

 - საკონტაქტო პირის სახელი, გვარი, ტელეფონის ან/და ფაქსის ნომერი და ელ/ფოსტის მისამართი;

  - შემოთავაზებული პროფესიის კოდი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს განაცხადის ფორმაში მითითებული პროფესიებისათვის მინიჭებულ კოდს. თუ განაცხადის ფორმაში მოცემული პროფესიის ჯგუფი არ ითვალისწინებს კონკრეტულ საქმიანობას, შესაბამის გრაფაში მიეთითება ამ პროფესიის ჯგუფით გათვალისწინებული „ სხვა “ საქმიანობის კოდი, რომელიც ბოლოვდება ციფრით „ 99 “ . ხოლო თუ განაცხადით გათვალისწინებული პროფესიების არც ერთი ჯგუფი არ ითვალისწინებს მეწარმე სუბიექტის მიერ შემოთავაზებულს, პროფესია მიეთითება კოდის გარეშე;

  - პროფესიის დასახელება, რომელშიც მეწარმე სუბიექტი გამოხატავს ნებას მოამზადოს ბენეფიციარი (თუ მეწარმე სუბიექტი ბენეფიციარის მომზადებას განახორციელებს სხვადასხვა პროფესიაში, თითოეული მათგანი მიეთითება ცალ-ცალკე, შესაბამისი კოდებით);

 - ბენეფიციართა რაოდენობა, რომელთა პროფესიულ მომზადებასაც უზრუნველყოფს მეწარმე სუბიექტი;

 - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული (რაიონი/ქალაქი), სადაც განხორციელდება პროგრამის ბენეფიციარის პროფესიული მომზადება (მეწარმე სუბიექტის მიერ სხვადასხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ბენეფიციართა ერთი და იგივე პროფესიაში მომზადების შემთხვევაში, თითოეული მიეთითება ცალ-ცალკე, შესაბამისი კოდის, პროფესიის, ბენეფიციართა რაოდენობისა და ტერიტორიული ერთეულის აღნიშვნით).

 

მეწარმე სუბიექტის დასახელება _______________ _____ ______________

 

მეწარმე სუბიექტის მისამართი ___________________ _____ ___________

( რაიონი/ქალაქი)

___________________________________________________ ____ _________

( დასახლებული პუნქტი, ქუჩა, ნომერი)

 

საიდენტიფიკაციო კოდი ___________________________

 

საკონტაქტო პირის მონაცემები:

 

სახელი__________ __ ______                             გვარი __________________________

ტელეფონ ი _____ ____ ______              ფაქსი_____ ___ ________                ელ/ფოსტა _______ __ _________

 

 

სამუშაო ადგილზე პროფესიული მომზადების მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის სურვილის არსებობის შემთხვევაში გთხოვთ შევსებული განაცხადის ფორმა სამ დღეში წარადგინოთ შესაბამის საგადასახადო ინსპექციაში

 

პროფესიათა ჯგუფები

 

კოდი

1001

1002

1003

1004

1005

1006

1007

1008

1009

1010

1011

1012

1013

1014

1099

სამშენებლო და სარემონტო პროფესიები

შემდუღებელი (ელექტრო და გაზით მჭრელი)

კალატოზი, ხურო

მლესავი, მებათქაშე

დურგალი

მეთუნუქე

ბეტონის დამგები

ამწის, ბულდოზერისა და სხვა მოტორიზებული ტექნიკის მემანქანე

მეპარკეტე

მღებავი

კაფელისა და მეტლახის დამგები

თბო და აკუსტიკური იზოლაციის დამგები

ასფალტის დამგები და საგზაო მშენებლობის სხვა მუშაკი

გვირაბებისა და სხვა სპეციალური დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობების

მშენებლობაზე დაკავებული მუშაკები

ელექტრიკოსები და ელექტრომემონტაჟეები

სამშენებლო და სარემონტო სხვა პროფესიები

კოდი

1101

1102

1103

1104

1199

საზეინკლო პროფესიები

ელექტროზეინკალი

ზეინკალ-ამწყობი

ზეინაკალ-მექანიკოსი

ზეინკალ-შემკეთებელი

სხვა საზეინკლო პროფესიები

კოდი

 

1201

1202

1203

1299

ელექტრო, გაზის, წყალგაყვანილობა-საკანალიზაციო მეურნეობის

მომსახურე პერსონალი

ენერგოზედამხედველობის განმახორციელებელი მუშაკი

ელექტრო და გაზის მეურნეობის მუშაკი

წყალგაყვანილობა-კანალიზაციის მეურნეობის მუშაკი

ელექტრო, გაზის, წყალგაყვანილობა-საკანალიზაციო მეურნეობების სხვა მომსახურე პერსონალი

კოდი

1301

1302

1303

1304

1305

1399

მოძრავი მოწყობილობების მძღოლები და მემანქანეები

ავტომობილების მძღოლი

მძიმე სატვირთო ავტომობილისა და ფურგონის მძღოლი

ფერმისა და სატყეო მეურნეობის მოტორიზული მოწყობილობის მემანქანე

მიწისმთხრელი და მსგავსი მანქანების მემანქანე

ლოკომოტივების მემანქანე

სხვა მოძრავი მოწყობილობების მძღოლი და მემანქანე

კოდი

1401

1402

1403

1404

1405

1406

1407

1408

1409

1499

ავტოშემკეთებელი და ბენზინგასამართი სადგურების მომსახურე პერსონალი

სავალი ნაწილის ხელოსანი

ძრავის ხელოსანი

ვულკანიზატორი

მეთუნუქე

მღებავი

ავტო-ელექტრიკოსი

ავტო-ზეინკალი

მანქანის მრეცხავი

ბენზინგასამართი სადგურის მუშაკი

ავტოშემკეთებელი და ბენზინგასამართი სადგურების სხვა მომსახურე პერსონალი

კოდი

1501

1502

1599

სატრანსპორტო დარგის მომსახურე პერსონალი

კონტროლიორი, გამცილებელი

მუხრუჭების მუშაკი, მეისრე, გადამბმელი

სატრანსპორტო დარგის სხვა მომსახურე პერსონალი

კოდი

1601

1602

1603

1699

სატყეო და გამწვანების მეურნეობის და ხე-ტყის დამამზადებელი მუშაკი

ხისმჭრელი

მერქნის პირველადი დამუშავების მუშაკი

მწვანე მეურნეობის მუშაკი

სატყეო და გამწვანების მეურნეობის და ხე-ტყის დამამზადებელი დარგის სხვა პროფესიები

კოდი

1701

1702

1703

1704

1705

1799

კვების მრეწველობის სფეროს მომსახურე პერსონალი

პურსაცხობების, საკონდიტრო, მაკარონის წარმოების მუშაკები

ალკოჰოლური და უალკოჰოლო წარმოების მუშაკები

რძის პროდუქტების წარმოების მუშაკები

ხორცის პროდუქტების წარმოების მუშაკები

ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი წარმოების მუშაკები

კვების მრეწველობის სფეროს სხვა მომსახურე პერსონალი

კოდი

1801

1802

1899

საფეიქრო და მსუბუქი მრეწველობის სფეროს მომსახურე პერსონალი

მკერავი, მქსოველი, მქარგავი

ბეწვის, ტყავისა და სხვა მასალის ნაწარმის გამომჭრელი და დამამზადებელდი

საფეიქრო და მსუბუქი მრეწველობის სფეროს სხვა მომსახურე პერსონალი

კოდი

1901

1902

1903

1999

ოფისში დასაქმებული დამხმარე პერსონალი

მდივანი, ოფის-მენეჯერი

კომპიუტერის ოპერატორი

კურიერი

ოფისში დასაქმებული სხვა დამხმარე პერსონალი

კოდი

2001

2002

2003

2004

2099

პოლიგრაფიული წარმოების მომსახურე პერსონალი

ამწყობი

მკინძავი

მბეჭდავები

პრესის გამავრცელებელი

პოლიგრაფიული წარმოების სხვა მონათესავე პროფესიები

კოდი

2101

 

2102

2103

2104

2199

კავშირგაბმულობის მომსახურე პერსონალი

ტელერადიომაუწყებლობისა და ტელეკავშირების აპარატურის მომსახურების

პერსონალი

ფოსტის დამტარებელი

დამხარისხებლები

ტელეფონისტები

სხვა მომსახურე პერსონალი კავშირგაბმულობაში

კოდი

 

2201

2202

2203

2204

2205

2299

სამკურნალო დაწესებულებების პაციენტებისა და ბინაზე ინდივიდუალური

მომსახურების გამწევი მუშაკი

სანიტარი

ძიძა

ავადმყოფების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მოხუცებულების მომვლელები

დამლაგებელი

ფანჯრებისა და ვიტრინების მრეცხავი

ბინაზე ინდივიდუალური მომსახურების გამწევი სხვა პერსონალი

კოდი

 

2301

2302

2303

2399

მოქალაქეთა და საზოგადოებრივი საკუთრების დაცვის განმხორციელებელი

სამსახურების მუშაკი

დაცვის თანამშრომელი

დარაჯი

ტყის მცველი და მისი მონათესავე პროფესიები

საკუთრების დაცვის განმხორციელებელი სამსახურების სხვა მუშაკი

კოდი

2401

2402

2499

სააფთიაქო და ფარმაკოლოგიური დაწესებულებების მომსახურე პერსონალი

ფარმაცევტი

პროვიზორი

სააფთიაქო და ფარმაკოლოგიური დაწესებულებების სხვა მომსახურე პერსონალი

კოდი

2501

2502

2503

2504

2505

2506

2507

2599

საფინანსო და ვაჭრობის სფეროს მომსახურე პერსონალი

სადაზღვევო აგენტი

სარეკლამო აგენტი

გამყიდველი

მოლარე

დისტრიბუტორი

დილერი

ბროკერი

საფინანსო და ვაჭრობის სფეროს სხვა მომსახურე პერსონალი

კოდი

2601

2602

2603

2604

2699

სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურე პერსონალი

მზარეული

ოფიციანტი, ბარმენი

ადმინისტრატორი

მოახლე, მეთეთრეულე, მრეცხავი

სასტუმროებისა და რესტორნების სხვა მომსახურე პერსონალი

კოდი

2701

2702

2703

2704

2705

2706

2707

2708

2709

2799

მომსახურების სფეროს მუშაკი

ქალთა და მამაკაცთა პარიკმახერები

კოსმეტოლოგი

მანიკურისა და პედიკურის ოსტატი

ქიმიური წმენდით და ღებვით დაკავებული მუშაკი

სამრეცხაოს მუშაკი

მეწაღეები, ტანსაცმლის შეკეთებით დაკავებული მუშაკები

ავეჯის რემონტის მუშაკები

ელექტროსაყოფაცხოვრებო ხელსაწყოების რემონტის მუშაკები

საათების, საიუველირო და სხვა მსგავსი ნაწარმის რემონტის მუშაკები

მომსახურების სფეროს სხვა მუშაკი

კოდი

2801

2802

2803

2804

2805

2899

სხვა დაბალკვალიფიციური პროფესიები

მებარგული, მტვირთავი

კარისკაცი და სხვა მონათესავე პროფესია

დასუფთავების სამსახურის დამლაგებელი და მეეზოვე

მეგარდერობე, მელიფტე

მეკუჭნავე, საქონლის დამკოპლექტებელი, ჩამწყობ-შემფუთავი

სხვა დაბალკვალიფიციური მუშაკები

 

№

კოდი

 

პროფესია, რომელშიც პროგრამის

ბენეფიციარი გაივლის მომზადებას

პროფესიული

მომზადების

ადგილების

რაოდენობა

ადმინისტრაციულ-

ტერიტორიული

ერთეული (რაიონი,

ქალაქი), სადაც

იწარმოებს პროფე-

სიული მომზადება

1

 

 

 

 

2

 

 

 

 

3

 

 

 

 

4

 

 

 

 

5

 

 

 

 

6

 

 

 

 

7

 

 

 

 

8

 

 

 

 

9

 

 

 

 

10

 

 

 

 

11

 

 

 

 

12

 

 

 

 

13

 

 

 

 

14

 

 

 

 

15

 

 

 

 

16

 

 

 

 

17

 

 

 

 

18

 

 

 

 

19

 

 

 

 

20

 

 

 

 

21

 

 

 

 

22

 

 

 

 

23

 

 

 

 

24

 

 

 

 

25

 

 

 

 

 

მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელი პირი:

_____________ ______________________                         მეწარმე

  სახელი                გვარი                               სუბიექტის

                                                 ბეჭედი

________________ ___ __ ____ /________/ 200__ ___ __წ.               საიდენტიფიკაციო

       ხელმოწერა      რიცხვი          თვე           წელი                  კოდით

  საქართველოს მთავრობ ის 2006 წლის 11 აგვისტო ს დადგენი ლება № 153 - სსმ III, № 108 , 15 . 08 .200 6 წ., მუხ. 1486                                          

                                                                                                                                                            

                                                                                                                                                                              დანართი #3

 

„ სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების “ მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა

პროფესიული მომზადების მაძიებელი მოქალაქის ანკეტა

სახელი: -------------------------------------------------------------------------------სქესი:  მამრობითი

გვარი: -------------------------------------------------------------------                                   მდედრობითი

საცხოვრებელი ადგილის მისამართი და სხვა საკონტაქტო მონაცემები :

რაიონი/ქალაქი: ----------------------------------------------    დასახლებული პუნქტი: -----------------------------------------------

ქუჩა: ----------------------------------------------------------    სახლი (კორპუსი): № -----------------  ბინა № -------------------

ტელეფონი: --------------------------------------------------    ელ/ფოსტა: -----------------------------------------------------------

რომელ ქალაქში ( რაიონში ) არის მოსახერხებელი თქვენთვის პროფესიული მომზადების გავლა

* მიუთითეთ არაუმეტეს სამი ტერიტორიული ერთეულისა ( ქალაქი / რაიონი ), პრიორიტეტულობის მიხედვით

 

 

1. ---------------------------------------------

რომელ პროფესიაში გსურთ მომზადება

* შესაბამის კოდთან ერთად , მიუთითეთ ყველა სასურველი პროფესია პრიორიტეტულობის მიხედვით

 

#

კოდი

პროფესია

1

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

4

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

6

 

 

 

 

 

7

 

 

 

 

 

8

 

 

 

 

 

9

 

 

 

 

 

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს მთავრობ ის 2006 წლის 26 აგვისტო ს დადგენი ლება № 1 66 - სსმ III, № 1 19, 04. 0 9.200 6 წ., მუხ. 1 612

                                                                               დანართი № 4

ცნობა

სამუშაო ადგილზე პროფესიული მომზადების მიზნით გაფორმებული შეთანხმების შესახებ

    ` სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების ~ 2006 წლის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროფესიული მომზადების მაძიებელ მოქალაქესა ( შემდგომში _ ბენეფიციარი ) და მეწარმე სუბიექტს შორის გაფორმებულ იქნა შეთანხმება .

შეთანხმება #00000000000

ბენეფიციარი : ---------------------------------------------------------------------------------------          მოქალაქის პირადი #   00000000000

მეწარმე სუბიექტი : ------------------------------------------------------------------------------          საიდენტიფიკაციო კოდი :   000000000

                                                                                                                                                                                        

პროფესია : --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

პროფესიული მომზადების ადგილი: ------------------------------------------------------------------------------------------------------------

პროფესიული მომზადების ვადები : 2006 წლის   _______ / _______ - დან    2006 წლის   _______ / _______ - მდე

                                                               რიცხვი           თვე                                რიცხვი            თვე

 

თარიღი :  _____ / _____ 2006 წ .   -----------------------------------------------------------------------       -------------------------------------------------------------------------

               რიცხვი           თვე                                    ( ბენეფიციარის ხელმოწერა )                 ( მეწარმე სუბიექტის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა )

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

შეთანხმება

სამუშაო ადგილზე პროფესიული მომზადების შესახებ

#00000000000

                                                     _______ / _______ 2006 წ.

                                                                                                                                                                                                                      რიცხვი              თვე

                                                                                                                                 

1.  შეთანხმების საგანი

წინამდებარე შეთანხმება გაფორმებულია „ მეწარმე სუბიექტსა “ და პროფესიული მომზადების მაძიებელ მოქალაქეს (შემდგომში _ ბენეფიციარი) შორის „ სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების “ 2006 წლის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და ითვალისწინებს სამი თვის განმავლობაში „ ბენეფიციარის “ მიერ „ მეწარმე სუბიექტთან “ შესაბამისი პროფესიის დაუფლებას, კვალიფიკაციის ამაღლებას ან/და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

2. შეთანხმების მხარეები და პირობები

ბენეფიციარი :

სახელი , გვარი ---------------------------------------------------------------------------------------                               მოქალაქის პირადი #   00000000000

საცხოვრებელი ადგილის მისამართი : --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ტელეფონი : -------------------------------------------------------------------------             ელ / ფოსტა : ------------------------------------------------------------------------

  მეწარმე სუბიექტი:

დასახელება ------------------------------------------------------------------------------------------                    საიდენტიფიკაციო კოდი:   000000000

მისამართი: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ტელეფონი: ---------------------------------------------      ფაქსი: ---------------------------------------------      ელ/ფოსტა: ------------------------------

                                                                                                                                                           

პროფესია , რომელშიც ბენეფიციარი გაივლის მომზადებას :        - პროფესიული მომზადების ადგილი :

                                                                                                        რაიონი / ქალაქი : ------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

პროფესიული მომზადების ვადები :    2006 წლის   _________ / _________ - დან    2006 წლის   _________ / _________ - მდე

                                                                       რიცხვი             თვე                             რიცხვი            თვე

 

3.     მხარეთა ვალდებულებები

3.1.   „ მეწარმე სუბიექტი “ ვალდებულია:

3.1.1.  უზრუნველყოს „ ბენეფიციარის “ პროფესიული მომზადება, შეთანხმების მოქმედების პერიოდში;

3.1.2.  შეთანხმების მოქმედების პერიოდში, ანაზღაურების გარეშე, გადასცეს „ ბენეფიციარს “ საწარმოო აღჭურვილობა ან/და დაუშვას ტექნიკურ საშუალებებთან, თუ ეს აუცილებელია მისი პროფესიული მომზადებისათვის;

3.1.3.  შეუქმნას „ ბენეფიციარს “ სამუშაო ადგილზე პროფესიული მომზადებისათვის შესაბამისი პირობები;

3.1.4.  პროგრამით გათვალისწინებული სტიპენდიის მიღების მიზნით, შესაბამისი პერიოდულობით პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით „ პროფესიული მომზედების დღიურში “ დაამოწმოს „ ბენეფიციარის “ მიერ პროფესიული მომზადების გავლის ფაქტი.

3.2.   „ ბენეფიციარი “ ვალდებულია:

3.2.1.  პროფესიული მომზადების პერიოდში დაიცვას „ მეწარმე სუბიექტის “ შრომის შინაგანაწესი;

3.2.2.  დაიცვას პროფესიული მომზადების ადგილზე არსებული საწარმოო უსაფრთხოების წესები;

3.2.3.  გაუფრთხილდეს „ მეწარმე სუბიექტის “ მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებებს;

3.2.4.  მომზადების პერიოდში კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები.

4.     მხარეთა უფლებები

4.1.          „ მეწარმე სუბიექტი “ უფლებამოსილია:

4.1.1.               მოსთხოვოს „ ბენეფიციარს “ დაიცვას მოქმედი შრომის შინაგანაწესი და უსაფრთხოების წესები;

4.1.2.               დააკისროს „ ბენეფიციარს “ პროფესიული მომზადებისათვის საჭირო სამუშაოების შესრულება.

4.2.                 „ ბენეფიციარი “ უფლებამოსილია:

4.2.1.                          მოსთხოვოს „ მეწარმე სუბიექტს “ სამუშაო ადგილზე პროფესიული მომზადება და აქედან გამომდინარე თანმდევი ურთიერთობებით გათვალისწინებული პირობების დაცვა.

5.     დასკვნითი დებულებები

5.1.                 მხარეებს უფლება აქვთ ცალმხრივად შეწყვიტონ შეთანხმება მეორე მხარის მიერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

5.2.                 ამ შეთანხმებით გაუთვალისწინებელი და სამუშაო ადგილზე პროფესიული მომზადების პროცესში წარმოშობილი ურთიერთობები რეგულირდება მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმებით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5.3.                 შეთანხმება შედგენილია ერთ ეგზემპლარად და ინახება „ ბენეფიციართან “ , ხოლო „ მეწარმე სუბიექტთან “ რჩება ასლი.

5.4.                 შეთანხმება ძალაშია მხარეთა ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს პროფესიული მომზადების ვადის ამოწურვამდე.

 

ბენეფიციარი :

 

---------------------------------------------                                         მეწარმე სუბიექტის პასუხისმგებელი პირი :

 

             ( ხელმოწერა )

                                                               --------------------------------------------------------------------------------

                                                                                                                      ( ხელმოწერა )          ბ . ა .

 

საქართველოს მთავრობ ის 2006 წლის 26 აგვისტო ს დადგენი ლება № 1 66 - სსმ III, № 1 19, 04. 0 9.200 6 წ., მუხ. 1 612

 

                                                                                                                                                                           დანართი #5

 

სამუშაო ადგილზე პროფესიული მომზადების ~ მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა

პროფესიული მომზადების დღიური

 

შეთანხმება # 00000000000      თარიღი : 00/00/2006 .      პროფესიული მომზადების ვადები :   00/00/2006 - 00/00/2006

პროფესიული მომზადების ადგილი : ------------------------------------------------------    პროფესია : -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ბენეფიციარი : -----------------------------------------------------------------------------------------

მოქალაქის პირადი #   00000000000                       მეწარმე სუბიექტი : ------------------------------------------------------------------

                                                                                        საიდენტიფიკაციო კოდი :   000000000

პროფესიული მომზადების I თვე        პროფესიული მომზადების II თვე     პროფესიული მომზადების III თვე

00/00/2006 _ 00/00/2006         00/00/2006 _ 00/00/2006               00/00/2006 _ 00/00/2006

(ოპერატორის ბეჭედი და ხელმოწერა)                 (ოპერატორის ბეჭედი და ხელმოწერა)                     (ოპერატორის ბეჭედი და ხელმოწერა)

 

ცნობა

 

პროფესიული მომზადების მდგომარეობის შესახებ

პროფესიული მომზადების III თვე : 00/00/2006 _ 00/00/2006

შეთანხმება # 00000000000

ბენეფიციარი : ------------------------------------------------------------------------------------------------------------------

მოქალაქის პირადი #   00000000000

მეწარმე სუბიექტი : ---------------------------------------------------------------------------------------------------------

საიდენტიფიკაციო კოდი :   000000000

 


ცნობის წარდგენის ვადა : 00/00/2006 _ 00/00/2006

 

„მეწარმე სუბიექტი“ ადასტურებს „ბენეფიციარის“ მიერ

ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში პროფესიული

მომზადების გავლის ფაქტს.

  ---------------------------------------------

(მეწარმე სუბიექტის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)                      

 

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

ცნობა

პროფესიული მომზადების მდგომარეობის შესახებ

პროფესიული მომზადების II თვე : 00/00/2006 _ 00/00/2006

შეთანხმება # 00000000000

ბენეფიციარი : ------------------------------------------------------------------------------------------------------------------

მოქალაქის პირადი #   00000000000

მეწარმე სუბიექტი : ---------------------------------------------------------------------------------------------------------

საიდენტიფიკაციო კოდი :   000000000

ცნობის წარდგენის ვადა : 00/00/2006 _ 00/00/2006

 

„მეწარმე სუბიექტი“ ადასტურებს „ბენეფიციარის“ მიერ

ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში პროფესიული                                                            

მომზადების გავლის ფაქტს.

  ---------------------------------------------

(მეწარმე სუბიექტის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)                     

--------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

ცნობა

პროფესიული მომზადების მდგომარეობის შესახებ

პროფესიული მომზადების I თვე : 00/00/2006 _ 00/00/2006

შეთანხმება # 00000000000

ბენეფიციარი : -----------------------------------------------------------------------------------------------------------------

მოქალაქის პირადი #   00000000000

მეწარმე სუბიექტი : --------------------------------------------------------------------------------------------------------

საიდენტიფიკაციო კოდი :   000000000

ცნობის წარდგენის ვადა : 00/00/2006 _ 00/00/2006

                                             

„მეწარმე სუბიექტი“ ადასტურებს „ბენეფიციარის“ მიერ

ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში პროფესიული                                                            

მომზადების გავლის ფაქტს.

  ---------------------------------------------

(მეწარმე სუბიექტის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)                     

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

   საქართველოს მთავრობ ის 2006 წლის 26 აგვისტო ს დადგენი ლება № 1 66 - სსმ III, № 1 19, 04. 0 9.200 6 წ., მუხ. 1 612

                                   

კრებსითი — სრული ვერსია