,,ე. ყამარაულისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
364
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2008-07-15
გამოქვეყნების თარიღი
2008-07-16
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.002.004
,,ე. ყამარაულისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №364

2008 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

ე. ყამარაულისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

1. მიენიჭოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორს ეთერ ყამარაულს უფლებამოსილება, რომ გამართოს მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის ნებართვის გარეშე შესულ და/ან მცხოვრებ პირთა რეადმისიისა და იძულებითი გადაცემის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კ. სურგულაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 21 თებერვლის №97 ბრძანებულება.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია