"წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
42
მიმღები ორგანო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-09-23
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-11
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.122.016027
"წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

  დადგენილება № 42

2010 წლის 23 სექტემბერი

 ქ. წყალტუბო   

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

1. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №28 დადგენილებით დამტკიცებულ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 ა) დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს გამგეობის სამუშაო თათბირების, აგრეთვე გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და გამგეობის თანამდებობების პირების მიერ სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება. უზრუნველყოს გამგეობის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება. “;

ბ) დებულების მე-9 მუხლის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ:“.

2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ზაზა მეტრეველს.  

3. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს წყალტუბოს რაიონულ სასამართლოში (ქ. წყალტუბო, რუსთაველის ქ. №31), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე      მ. საღარეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია