საქართველოს მთავრობის
დადგენილება №147
2006 წლის 2 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ
„,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:
1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი მასთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერთების გზით და ეწოდოს მას „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 3 მარტის დადგენილება №40 - სსმ III, №23, 04.03.2009 წ., მუხ.297
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტისათვის გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარდგენილი წინადადებების შესაბამისად, ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს პროექტის მომზადება „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში სათანადო ცვლილებების შეტანის თაობაზე.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს მთავრობის 2009 წლის 3 მარტის დადგენილება №40 - სსმ III, №23, 04.03.2009 წ., მუხ.297