„დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მონაწილე სახელმწიფოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაერთიანებული სისტემის შექმნის შესახებ“ შეთანხმების მოქმედების საქართველოს მიმართ შეწყვეტის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
228
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2008-05-02
გამოქვეყნების თარიღი
2008-05-05
სარეგისტრაციო კოდი
480.140.030.08.002.004.
„დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მონაწილე სახელმწიფოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაერთიანებული სისტემის შექმნის შესახებ“ შეთანხმების მოქმედების საქართველოს მიმართ შეწყვეტის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №228

2008 წლის 2 მაისი

ქ. თბილისი

„დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მონაწილე სახელმწიფოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაერთიანებული სისტემის შექმნის შესახებ“ შეთანხმების მოქმედების საქართველოს მიმართ შეწყვეტის თაობაზე

1. შეწყდეს საქართველოს მიმართ „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მონაწილე სახელმწიფოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაერთიანებული სისტემის შექმნის შესახებ“ 1995 წლის 10 თებერვლის შეთანხმების მოქმედება.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეატყობინოს დეპოზიტარს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების საქართველოს მიმართ მოქმედების შეწყვეტის შესახებ.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია