„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
222
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2008-04-30
გამოქვეყნების თარიღი
2008-05-02
სარეგისტრაციო კოდი
120.010.000.08.002.004
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №222

2008 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №38, მუხ. 308) შეტანილ იქნეს დამატება და ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებას მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს 51 მუხლი:

     „მუხლი 51. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან:

ა) საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ;

ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი;

გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი;

დ) საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური;

ე) სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია