"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
31
მიმღები ორგანო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-09-23
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-12
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.105.016004
"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2010 წლის 23 სექტემბერი

ქ. ზუგდიდი

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო საკითხთა კომისიის დებულების  დამტკიცების შესახებ” დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილის 2010 წლის 30 აგვისტოს №78 სამართლებრივი შენიშვნების შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დაადგინა:

1. შეტანილს იქნეს ცვლილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო  საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ‘’ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2010 წლის 13 ივლისის №18  დადგენილებაში, კერძოდ:

ა. ამოღებულ იქნეს დადგენილების   მე-4  მუხლის მე-3, მე-5 და მე-8 პუნქტები.

2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                    ლ.   კონჯარია

 

კრებსითი — სრული ვერსია