„სუფსის საზღვაო ნავსადგურის შექმნისა და საქართველოში უცხოეთის გემებისათვის ღია ნავსადგურების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 მაისის №344 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
211
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2008-04-22
გამოქვეყნების თარიღი
2008-04-23
სარეგისტრაციო კოდი
310.040.000.08.002.004.
„სუფსის საზღვაო ნავსადგურის შექმნისა და საქართველოში უცხოეთის გემებისათვის ღია ნავსადგურების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 მაისის №344 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №211

2008 წლის 22 აპრილი

ქ. თბილისი

„სუფსის საზღვაო ნავსადგურის შექმნისა და საქართველოში უცხოეთის გემებისათვის ღია ნავსადგურების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 მაისის №344 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს საზღვაო კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, „სუფსის საზღვაო ნავსადგურის შექმნისა და საქართველოში უცხოეთის გემებისათვის ღია ნავსადგურების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 მაისის №344 ბრძანებულების (სსმ III, 1999 წ., №27(34), მუხ. 493) მე-2 პუნქტით დამტკიცებულ ნუსხას დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-4 პუნქტი:

„4. ყულევის საზღვაო ნავსადგური.“.

2. საქართველოს მთავრობამ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაატაროს სათანადო ღონისძიებები ყულევის საზღვაო ნავსადგურში სასაზღვრო, საბაჟო და სხვა სახის კონტროლის, აგრეთვე ნავსადგურის საქმიანობაზე კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო კონტროლის ფუნქციების განხორციელებისა და ყულევის საზღვაო ნავსადგურის უცხოეთის გემებისათვის ღია ნავსადგურად გამოცხადების შესახებ ინფორმაციის „ზღვაოსანთა უწყებებში“ გამოქვეყნების უზრუნველსაყოფად.

3. ბრძანებულების პირველი პუნქტი ამოქმედდეს „საქართველოს საზღვაო ნავსადგურების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 12 დეკემბრის №53 ბრძანებაში ყულევის ნავსადგურის და მისი აკვატორიის განსაზღვრის მიზნით შესაბამისი ცვლილებების ძალაში შესვლისთანავე.

4. ბრძანებულება, გარდა ბრძანებულების პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია