"ბირთვული ავარიის შემთხვევაში ადრეული შეტყობინების შესახებ" კონვენციასთან შეერთების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
703
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-08-31
გამოქვეყნების თარიღი
2010-08-31
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
"ბირთვული ავარიის შემთხვევაში ადრეული შეტყობინების შესახებ" კონვენციასთან შეერთების თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №703

2010 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

,,ბირთვული ავარიის შემთხვევაში ადრეული შეტყობინების შესახებ“ კონვენციასთან შეერთების თაობაზე

,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:

1. საქართველო შეუერთდეს ,,ბირთვული ავარიის შემთხვევაში ადრეული შეტყობინების შესახებ“1986 წლის 26 სექტემბრის კონვენციას.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) შეატყობინოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორს (დეპოზიტარს) წინამდებარე ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნულ კონვენციასთან შეერთებისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის შესრულების შესახებ;

ბ) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნულ კონვენციასთან საქართველოს შეერთების შესახებ.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია