ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
31
მიმღები ორგანო
ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-09-29
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-24
სარეგისტრაციო კოდი
330130000.35.119.016018
ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების წესის დამტკიცების შესახებ

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2010 წლის 29 სექტემბერი

ქ. ხონი

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

    მუხლი1

დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების თანდართული წესი.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს  თავმჯდომარე   გ. გელენიძე

შეტანილი ცვლილებები:

1.  ძალადაკარგულია - ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №59 - სსმV, №59,  03.12.2010 წ., მუხ.1804

დანართი

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების წესი

    მუხლი 1

 ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიოარების წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების საფუძველზე.

    მუხლი 2

 წინამდებარე წესი და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება განსაზღვრავს და არეგულირებს ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების პროცესს.

    მუხლი 3

 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემას აწარმოებს ადგილობრივი თვითმმართველობის საკანონმდებლო ორგანო – საკრებულო.

    მუხლი 4

მშენებლობის ნებართვის გაცემა ხორციელდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე.

    მუხლი 5

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობა დამთავრებული ობიექტის ვარგისად აღიარებას აწარმოებს ადგილობრივი თვითმმართველობის საკანონმდებლო ორგანო –  საკრებულო.

    მუხლი 6

შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარება ხორციელდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია