„მოგების გადასახადის დეკლარაციის ფორმის და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 11 დეკემბრის №1284 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
542
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2010-06-30
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-05
სარეგისტრაციო კოდი
200150000.22.033.014820
„მოგების გადასახადის დეკლარაციის ფორმის და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 11 დეკემბრის №1284 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.150.000.22.033.014.820

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №542

2010 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

„მოგების გადასახადის დეკლარაციის ფორმის  და  მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 11 დეკემბრის №1284 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „მოგების გადასახადის დეკლარაციის ფორმის  და  მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 11 დეკემბრის №1284 ბრძანებით (სსმ III, 20.12.07, №180, მუხლი 1995) დამტკიცებული „მოგების გადასახადის დეკლარაციის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეკლარაციას, საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოში საანგარიშო წლის მომდევნო წლის პირველ აპრილამდე წარადგენენ:

ა) საქართველოს საწარმოები;

ბ) უცხოური საწარმოები, რომლებიც შემოსავლებს იღებენ საქართველოში არსებული წყაროდან და რომლებიც არ იბეგრებიან გადახდის წყაროსთან.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია