„ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 მაისის №328 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
169
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2008-03-31
გამოქვეყნების თარიღი
2008-04-01
სარეგისტრაციო კოდი
440.050.000.08.002.004
„ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 მაისის №328 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №169

2008 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

„ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 მაისის №328 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 მაისის №328 ბრძანებულებას (სსმ III, №75, 2007 წ., მუხ. 798) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების დამტკიცების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერით.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია