საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №784
2010 წლის 28 სექტემბერი
ქ. თბილისი
„სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2010 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 ივლისის №584 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2010 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 ივლისის №584 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., №94, მუხ. 1388) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 1204 წვევამდელით.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი