,,სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
143
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-07-28
გამოქვეყნების თარიღი
2006-08-01
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.10.003.000.527
,,სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №143

2006 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

,,სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე:

1. ,,სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებაში (სსმ III, 2006 წ., №35, მუხლი 424) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას შეეცვალოს სახელწოდება და ეწოდოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია და დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია;“;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – კონსტანტინე ამირაჯიბის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტს შეეცვალოს სახელწოდება და ეწოდოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კონსტანტინე ამირაჯიბის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტი და დადგენილების პირველი მუხლის 45-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,45. კონსტანტინე ამირაჯიბის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტი;“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია