,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლების შექმნის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
161
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2008-03-27
გამოქვეყნების თარიღი
2008-03-27
სარეგისტრაციო კოდი
010.080.000.08.002.004.
,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლების შექმნის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №161

2008 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლების შექმნის შესახებ

1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობისა და საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქალაქი რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის წარდგინების გათვალისწინებით, „დასახლების შექმნის, გაუქმებისა და მისი ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის, დასახლებისათვის სახელის მინიჭებისა და შეცვლის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 მარტის №110 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეიქმნას დასახლება – სოფელი „ახალი კუმისი“, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობაზე თანდართული ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია