,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 ივნისის №128 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
142
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-07-28
გამოქვეყნების თარიღი
2006-10-23
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.10.003.000.526
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 ივნისის №128 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №142

2006 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

 ,,საჯარო სამართლის იურიდიული   პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 ივნისის №128 დადგენილებაში ცვლილებების  შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე:

მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 ივნისის №128 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №89, მუხლი 1189) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის პროექტების საკოორდინაციო ცენტრის დებულების დამტკიცება.“.

2. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის პროექტების საკოორდინაციო ცენტრის დებულების დამტკიცებისთანავე.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი          ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია