,,საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
148
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2008-03-14
გამოქვეყნების თარიღი
2010-06-28
სარეგისტრაციო კოდი
130.060.000.08.002.004
,,საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №148

2008 წლის 14 მარტი

 ქ. თბილისი

საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები დანართის თანახმად.

2. თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 თებერვლის №51 ბრძანებულება.

4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2008 წლის 1 აპრილიდან.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია – საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 28 ივნისის №450 ბრძანებულება– სსმIII, №76, 30.06.2010 წ., მუხ.1102

საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

 

№

თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები (ლარობით)

1.

სამსახურის უფროსი

3540

2.

სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე

3000

3.

სამსახურის უფროსის მოადგილე

2950

4.

დირექტორატის უფროსი, სამსახურის უფროსის კონსულტანტი

2500

5.

დირექტორატის უფროსის მოადგილე

2400

6.

სამმართველოს უფროსი

2350

7.

სამმართველოს უფროსის მოადგილე, განსაკუთრებულ დავალებათა ოფიცერი, სპეციალური მრჩეველი, ექსპერტ-ანალიტიკოსი

 

2000

8.

განყოფილების უფროსი, სპეციალურ დავალებათა ოფიცერი

1800

9.

განყოფილების უფროსის მოადგილე, მთავარი ანალიტიკოსი

1600

10.

უფროსი ოპერატიული თანამშრომელი, ანალიტიკოსი, მთავარი ბუღალტერი

 

1500

11.

ოპერატიული თანამშრომელი, მთავარი სპეციალისტი

1400

12.

უმცროსი ოპერატიული თანამშრომელი

1200

13.

ოპერატიული მორიგე, უფროსი სპეციალისტი, ბუღალტერი

1100

14.

სპეციალისტი

800

15

მძღოლი

600

16.

დამხმარე მოსამსახურე

500

 

კრებსითი — სრული ვერსია