„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
156
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-06-10
გამოქვეყნების თარიღი
2010-06-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №156

2010 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს   მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით (სსმ III, 2006 წელი, №101, მუხლი 1375) დამტკიცებულ „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საარსებო შემწეობის ოდენობის გაანგარიშებისას გაითვალისწინება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრთა რაოდენობა.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური

 

 

კრებსითი — სრული ვერსია