„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
111
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2008-03-04
გამოქვეყნების თარიღი
2008-03-07
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.080.002.004
„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №111

2008 წლის 4 მარტი

ქ. თბილისი

„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №48, მუხ. 488) შეტანილ იქნეს დამატებები და ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ წესს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს 31 და 32 პუნქტები:

„31. საქართველოს მთავრობის წევრი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით წინასწარ წერილობითი ფორმით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს. მიმართვაში უნდა აღინიშნოს ვიზიტის მიზანი და ხანგრძლივობა.

32. საქართველოს მთავრობის წევრის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის წინასწარი თანხმობით.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია