საქართველოს მთავრობის
დადგენილება №134
2005 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
საბაჟო სფეროში ლიცენზიისა და ნებართვის გამცემი ორგანოს განსაზღვრის შესახებ
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
1. განისაზღვროს ლიცენზიისა და ნებართვის გამცემ ორგანოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიისა და ნებართვის შემდეგი სახეების მიხედვით:
ა) უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვა;
ბ) საბაჟო საწყობის (ღია ან/და დახურული) საქმიანობის ნებართვა;
გ) დროებითი შენახვის საწყობის (ღია ან/და დახურული) საქმიანობის ნებართვა.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №99-სსმIII, №73, 01.06.2006წ., მუხ.910
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 აპრილის დადგენი;ლება №79-სსმIII, №56, 23.04.2007წ., მუხ.612
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №99-სსმIII, №73, 01.06.2006წ., მუხ.910
2.საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 აპრილის დადგენი;ლება №79-სსმIII, №56, 23.04.2007წ., მუხ.612