„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „გამოცდების ეროვნული ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
60/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2010-07-23
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-26
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.014893
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „გამოცდების ეროვნული ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.014.893

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №60/ნ

2010 წლის 23 ივლისი

 ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „გამოცდების ეროვნული ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის  5 თებერვლის №93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „გამოცდების ეროვნული ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93  ბრძანებაში (სსმ III, 13.02.2007 №20 მუხ. 229) შევიდეს ცვლილება და დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი. დირექტორს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.“.

 მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 დ. შაშკინი

 

კრებსითი — სრული ვერსია