საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №395
2010 წლის 9 ივნისი
ქ. თბილისი
„ევროპის ლანდშაფტების კონვენციის“ დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:
1. ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2000 წლის 20 ოქტომბრის „ევროპის ლანდშაფტების კონვენცია“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) შეატყობინოს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს (დეპოზიტარს) წინამდებარე ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული კონვენციის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის შესრულების შესახებ;
ბ) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული კონვენციის დამტკიცების თაობაზე.
მ. სააკაშვილი