„დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
553
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-07-23
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-26
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №553

2010 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

,,დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის  2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის14 ივლისის №406 ბრძანებულების (სსმ III, 2009 წ., №86, მუხ. 926) პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით დამტკიცებულ დოკუმენტის ლეგალიზაციის წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 15

ლეგალიზაციის ელექტრონული ან მატერიალური სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოებისა და შენახვის წესს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავენ ლეგალიზაციის განხორციელებისათვის უფლებამოსილი ორგანოები და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.”.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  

 მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია