„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ნოემბრის №682 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
539
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-07-22
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-26
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ნოემბრის №682 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №539

2010 წლის 22 ივლისი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ნოემბრის №682 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ნოემბრის №682 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., №152, მუხ. 2112) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის შექმნის შესახებ”;

ბ) ბრძანებულების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი (შემდეგში – კომპლექსი).

2. კომპლექსის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ.

3. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს კომპლექსის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.”.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია