(ძალადაკარგულია - 02.02.2015, №34)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №86
2008 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის შექმნის შესახებ
1. ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნიკო ნიკოლაძის სახლმუზეუმი (შემდეგში – მუზეუმი).
2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (ნ. ვაჩეიშვილი):
ა) განახორციელოს მუზეუმის სახელმწიფო კონტროლი;
ბ) უზრუნველყოს მუზეუმის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) უზრუნველყოს მუზეუმისათვის შესაბამისი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.
4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გა მოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი