„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდული ცენტრის „ვარციხის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ოქტომბრის №831 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
538
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-07-22
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-26
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდული ცენტრის „ვარციხის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ოქტომბრის №831 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №538

2010 წლის 22 ივლისი

 ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდული ცენტრის ,,ვარციხის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ოქტომბრის №831 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდული ცენტრის ,,ვარციხის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ოქტომბრის №831 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №119, მუხ. 1317) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ:

ა) განახორციელოს ცენტრის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს ცენტრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია