„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს სპორტული დიდების მუზეუმის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 3 მაისის №217 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
535
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-07-22
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-26
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს სპორტული დიდების მუზეუმის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 3 მაისის №217 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №535

2010 წლის 22 ივლისი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,საქართველოს სპორტული დიდების მუზეუმის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 3 მაისის №217 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,საქართველოს სპორტული დიდების მუზეუმის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 3 მაისის №217 ბრძანებულებაში (სსმ III, 2002 წ., №43, მუხ. 401) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ამოღებულ იქნეს ბრძანებულების მე-2 პუნქტი და ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს სპორტული დიდების სახელმწიფო მუზეუმის დებულება;

ბ) ბრძანებულების მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,საქართველოს სპორტული დიდების მუზეუმის“ საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ.

4. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,საქართველოს სპორტული დიდების მუზეუმის“ დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.“.

2. ეს ბრძანებულება, გარდა პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,საქართველოს სპორტული დიდების მუზეუმის“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის ამოქმედებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია