„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 თებერვლის №75 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
534
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-07-22
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-26
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 თებერვლის №75 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №534

2010 წლის 22 ივლისი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის   11 თებერვლის №75 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 თებერვლის №75 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №16, მუხ. 158) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული გარკვეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განკარგვის, განკარგვის ღონისძიებათა კოორდინაციისა და ამ სფეროში არსებული პრობლემების მოწესრიგების მიზნით, მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან და წამახალისებელ გათამაშებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების კოორდინაციის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭებისათვის ხელშეწყობის მიზნით, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია