საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
50
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2008-01-31
გამოქვეყნების თარიღი
2016-07-11
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.004
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შექმნის შესახებ

(ძალადაკარგულია - 11.07.2016, №164)

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №50

2008 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შექმნის შესახებ

1. ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის მიზნით, „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის გათვალისწინებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (შემდეგში – მუზეუმი).

2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი):

ა) განახორციელოს მუზეუმის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს მუზეუმის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს მუზეუმისათვის შესაბამისი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.

4. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია