„სტაჟიორთა კონკურისის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ დებულებისა და სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 სექტემბრის №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
175
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2010-09-27
გამოქვეყნების თარიღი
2010-09-28
სარეგისტრაციო კოდი
010320010.22.027.016005
„სტაჟიორთა კონკურისის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ დებულებისა და სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 სექტემბრის №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №175

2010 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ დებულებისა და სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 სექტემბრის №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ დებულებისა და სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 სექტემბრის №166 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თითოეულ ეტაპზე ტესტი შედგება 100 კითხვისგან. ზოგადი უნარების ტესტირებისთვის პირს ეძლევა 2 საათი, ხოლო პროფესიული უნარ-ჩვევების ტესტირებისთვის – 4 საათი. თითოეული შეკითხვა ფასდება ერთი ქულით. დადებითი შეფასების მისაღებად სტაჟირების გავლის მსურველმა უნდა დააგროვოს მინიმუმ 80 ქულა ტესტირების თითოეულ ეტაპზე.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია