„ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
184
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-07-09
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №184

2010 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

„ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ფოთის თა­ვისუ­ფა­ლი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართ­ველოს მთა­ვ­­რობის 2009 წლის 14 აპრილის №72 დადგენი­ლე­ბაში (სსმ III, 2009 წე­ლი, №47, მუხ­­ლი 521) შეტა­ნილ იქნეს ცვლი­­ლება და პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამო­ყა­ლი­ბ­დეს შემდეგი რე­დაქციით:

„8. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, საქარ­თვე­­ლოს მთავრობასთან გააფორმოს „თავისუფალი ინდუსტ­რიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესე­ბის დამტკი­ცე­ბის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით განსაზღვრული ურთი­ერთ­ვალდებულებათა შესახებ ხელ­­­შეკრულება არა უგვიანეს 2010 წლის 30 ივლისისა.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია