„სატრანსპორტო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
129
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-08-11
გამოქვეყნების თარიღი
2005-08-15
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.10.003.000.263
„სატრანსპორტო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №129

2005 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

„სატრანსპორტო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სატრანსპორტო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. შეიქმნას საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში

დავით ბაქრაძე – საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე

კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

ირაკლი ეზუგბაია – საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე, კომისიის მდივანი

სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ირაკლი თაქთაქიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსი

გიორგი მჟავანაძე – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის უფროსი

ნიკოლოზ ნათბილაძე – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე

დავით ონოფრიშვილი – შპს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი

ირაკლი ჩოგოვაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

გიორგი ცაგარელი – სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დირექტორი

დავით წიკლაური – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე.“.

შალვა ჯანაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია