„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 28 იანვრის №68 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
438
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-06-21
გამოქვეყნების თარიღი
2010-06-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 28 იანვრის №68 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №438

2010 წლის 21 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 28 იანვრის №68 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 28 იანვრის №68 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., №12, მუხ. 130) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის №5 პლანშეტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,პლანშეტი №5

7. საველე სამკლავური ემბლემა – მრგვალი ფარის ვერცხლისფერ  ველზე, რომელსაც გარს აკრავს შავი ფერის კანტი, ცენტრში გამოსახულია მგლის ნატურალური ფერის  თავი.

 

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2010 წლის პირველ სექტემბრამდე უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომელთა სამსახურებრივი ატრიბუტიკის შეცვლა ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია